მუნიციპალიტეტებში უსახურ შენობებს იერსახეს შეუცვლიან ან დაანგრევენ
დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე  „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას.

მთავრობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს მუნიციპალიტეტების იერსახეს და საჭიროებს შეკეთებასა და რეკონსტრუქციას, ზოგ შემთხვევაში კი, - დემონტაჟს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით.
ამ მიმართულებით აუცილებელ სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უკვე მიმდინარე წელს დაიწყებენ,“ - აღნიშუნლია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით  სულ გამოვლინდა 21 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქტიას ანდა დემონტაჟს საჭიროებს. შენობების ჩამონათვალს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




| Print |
FaceBook Twitter Google