ლაგოდეხელი მოჭადრაკე სოფია ლიმარი ევროპის ჩემპიონატზე იესპარეზებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაგოდეხელი მოჭადრაკე, სოფია ლიმარი, მაისში, საქართველოს სახელით, ალბანეთში დაგეგმილ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
მათივე თქმით, ევროპის საგზური, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში მცხოვრებმა 7 წლის სოფიამ, საქართველოში გამართულ, ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატზე, მეორე საპრიზო ადგილის მოპოვებით დაიმსახურა.

„გამარჯვებული სპორტსმენი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში ცხოვრობს და ის ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის №3 საჯარო სკოლის პირველკლასელია. სოფია ლიმარი და მისი მწვრთნელი, მერიისაგან, წარმატებულ სპორტსმენთა წამახალისებელ ფულად ჯილდოს მიიღებენ,“ - აცხადებენ მერიაში.




| Print |
FaceBook Twitter Google