გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე, ბაზის ბანკის წინ მერსედესის მარკის
ავტომობილს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. როგორც მძღოლი ამბობს,
ავტომანქანა ტექნიკურად გამართული იყო და აალების მიზეზი მისთვის
უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
დამწვარი ავტომობილი ამ დროისთვის ევაკუატორით გადააქვთ.
მასალის გამოყენების პირობები