პარლამენტის წინ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ [Video]
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს განიხილავს. ქუჩაში შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები, სამოქალაქო სექტორი და აქტივისტები კანონპროექტს აპროტესტებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ მიიღონ რუსული კანონი.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომელიც სინამდვილეში რუსული კანონის ანალოგია და ის საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.
ცნობისთვის სამ მარტს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს უკვე დაუჭირა მხარი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა.









ფოტო და ვიდეო: კონსტანტინე სტალინსკი
| Print |
FaceBook Twitter Google