პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, რომელიც პარტია "მოქალაქეებმა" წარადგინა.

თავდაპირველად სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 კანდიდატი შეირჩა, თუმცა მხარეებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს და პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა.

ლევან იოსელიანი 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები“ , 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი 6 წლით ვადით არის არჩეული.
| Print |
FaceBook Twitter Google