1 მომხრე 35 წინააღმდეგი - პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი რამდენიმე წუთის წინ მეორე მოსმენით ჩააგდო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა, მათგან წინააღმდეგ ხმა მისცა 35 დეპუტატმა პარლამენტარმა, მხარი დაუჭირა 1-მა.


შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „ხალხის ძალიას“ მიერ ინიცირებული ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო და რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნა. თუმცა, მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google