მოჭადრაკე ალექსანდრე წანაწყენიშვილი საქართველოს ჩემპიონია
საერთაშორისო დიდოსტატების ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბის დირექტორის, გია ქიტესაშვილის ინფორმაციით, თბილისში ჩატარებულ საქართველოს პირველობაზე, გურჯაანელმა მოჭადრაკე ალექსანდრე წანაწყენიშვილმა პირველი ადგილი დაიკავა.
მისივე განმარტებით, პირველობა 2200 რეიტინგით შვეიცარული სისტემით ჩატარდა, სადაც ალექსანდრე წანაწყენიშვილმა 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა მოიპოვა და პირველი ადგილზე გავიდა.

„თბილისში ჩატარდა საქართველოს პირველობა რეიტინგით 2200 და ჩვენმა მოჭადრაკემ ალექსანდრე წანაწყენიშვილმა დაიკავა პირველი ადგილი. ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ალექსანდრემ დააგროვა 7 ქულა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ გასულიყო პირველ ადგილზე,“- ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში გია ქიტესაშვილი.

ცნობისთვის, 29 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იგეგმება საქართველოს პირველობა სადაც მონაწილეობას გურჯაანელი მოჭადრაკეებიც მიიღებენ.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჭადრაკი /