ლაგოდეხში, წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
ლაგოდეხში, საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, კომპიუტერები გადაეცათ. მერიის ინფორმაციით, პორტაბელური კომპიუტერები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, 28 სკოლის, 55-მა მოსწავლემ მიიღო.
დაჯილდოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტი ,,ჩემი პირველი კომპიუტერი”-ს ფარგლებში განხორციელდა.

საზეიმო ღონისძიება, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე გაიმართა. 

| Print |
FaceBook Twitter Google