ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 29 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მათივე განმარტებით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა შემცირებას განაგრძობს.

„მიუხედავად დასტაბილურების გარკვეული ნიშნებისა, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება. საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა შემცირებას განაგრძობს. თებერვალში მთლიანი ინფლაცია 8.1 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 6.6 პროცენტამდე შემცირდა. ინფლაციის კლებას, ძირითადად, საგარეო ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ბოლო პერიოდში, ნავთობის საერთაშორისო ფასი მცირდება. საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ასევე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი კლებას განაგრძობს. გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე აღნიშნული ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტულ ინფლაციას ამცირებს.

მიუხედავად გარკვეული შემცირებისა, საბაზო, ისევე როგორც ადგილობრივი ინფლაცია კვლავ მაღალია. მთლიანი ინფლაციის შემცირებას კი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებისა და გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდა შენელდა. ეს, თავის მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებასა და, შესაბამისად, ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შენარჩუნებას დამატებით უწყობს ხელს. ზემოაღნიშნულის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინებიც იკლებს. არსებული პროგნოზით, მათ შორის საბაზო ეფექტისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ დონეზე დაბალი იქნება, რაც გრძელვადიანი მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად, ზემოთ აღნიშნული პოზიტიური ფაქტორებისა, არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკებიდან საყურადღებოა შრომის ბაზრიდან მომდინარე შესაძლო წნეხი. კერძოდ, ბოლო პერიოდში სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა ჩამორჩება ხელფასების ზრდის ტემპს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასები წლიურად 21.2 პროცენტით გაიზარდა მაშინ, როდესაც პროდუქტიულობამ მხოლოდ 6.8 პროცენტით მოიმატა. ეს ტენდენცია აისახება ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ფასებზე, რომელთა ზრდის ტემპი კვლავ მაღალია და 13.8 პროცენტს შეადგენს.

მაღალი გაურკვევლობისა და რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის დაწყება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინფლაციის ადგილობრივი კომპონენტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 10 მაისს ჩატარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე
შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
23:15 / 18.04.2024
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” ფართომასშტაბიანი აქციები არ
დასრულებულა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი
პროტესტისთვის ემზადებიან.
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” ფართომასშტაბიანი აქციები არ დასრულებულა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან.
19:37 / 18.04.2024
საქართველოში რუსულ კანონს მხარდაჭერას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო
დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უცხადებს.
საქართველოში რუსულ კანონს მხარდაჭერას ამჯერად რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უცხადებს.
19:03 / 18.04.2024
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სამართალდამცავების
მხრიდან ძალადობასა და მისი დაკავების ფაქტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობასა და მისი დაკავების ფაქტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
16:18 / 18.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 31 °C
img
საგარეჯო 15 / 28 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 32 °C
img
ლაგოდეხი 15 / 27 °C
img
ყვარელი 16 / 31 °C
img
თელავი 14 / 28 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.