რას მოიცავს შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
საკითხი საკრებულოს სხდომაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა სოფიო ქუმსიაშვილმა წარადგინა.

მისივე განმარტებით, შეიქმნება 15-წევრიანი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭო“, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც მერიის თანამშრომლებისგან, ისევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და თავად შშმ პირებისგან.

„ცვლილება შეეხება როგორც რამდენიმე ტერმინს, ასევე - შშმ პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალტეტში მომუშავე საბჭოს, რომელიც შედგება 15 წევრისგან. მასში მონაწილეობენ როგორც საკრებულოს წევრები, ისევე მერიის თანამშრომლები არასამთავრობო ორგანიზაციები, შშმ პირების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციები და თვითონ შშმ პირები. შეცვლილია ასევე ჯერადობა. პროექტი ითვალისწინებს საბჭოს სხდომების სამ თვეში ერთხელ ჩატარებას. გეგმით გათვალისწინებულია ისეთი ღონისძიებები, რომელიც სწორედ შშმ პირთა საჭიროებებზე იქნება მორგებული, მიზანმიმართული იქნება ცნობიერების ამაღლებაზე, მათ ჩართულობაზე სხვადასხვა აქტივობებში და საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სხვადასხვა ბაზების ფორმირებას როგორიც არის, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა და შშმ პირთა მონაცემთა ბაზის სრულყოფა,“-განაცხადა სოფიო ქუმსიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.



| Print |
FaceBook Twitter Google