ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის-დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და და ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ბუნებრივი აირის ტარიფები კომისიამ გასული წლის დეკემბერში დაადგინა, შემდგომი 5 წლის ვადით. თუ რაიმე პარამეტრი არსებითად არ გაუარესდა, ბუნებრივ აირზე, ისევე როგორც ელექტროენერგიის ტარიფებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არაა“, - განაცხადა ნარმანიამ.
| Print |
FaceBook Twitter Google