მობილიზაციის მეორე ტალღა არ იგეგმება- რუსეთის გენერალური შტაბი
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ორგანიზაციული და მობილიზაციის სამმართველოს უფროსის, ვლადიმერ ციმლიანსკის განცხადებით, რუსეთის გენერალური შტაბი მობილიზაციის მეორე ტალღას არ გეგმავს.
მისივე განმარტებით, მოხალისეებისა და სამხედრო მოსამსახურეების ამჟამინდელი რაოდენობა საკმარისია სპეცოპერაციის ამოცანების შესასრულებლად.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ გენერალური შტაბის გეგმები არ მოიცავს მობილიზაციის მეორე ტალღას. წვევამდელების ამჟამინდელი რაოდენობა და სპეციალურ ოპერაციაში მოხალისეებად გამოცხადებული ადამიანების რაოდენობა საკმარისია მიზნების შესასრულებლად", - განაცხადა მან ბრიფინგზე, სადაც რუსეთში გამოცხადებულ საგაზაფხულო გაწვევაზე ისაუბრა.

უწყების ცნობით, წლევანდელი საგაზაფხულო გაწვევა ჩვეულ ვადებში, 1-ელი აპრილიდან 15 ივლისამდე პერიოდში განხორციელდება და საერთო ჯამში, 18-დან 27 წლამდე ასაკის 147 000-მდე მოქალაქეს გაიწვევენ.




| Print |
FaceBook Twitter Google