თქვენ შეუცვალეთ გეზი თქვენს 9-წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ ამომრჩევლის ნებას -პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავის 9-წლიან მმართველობას გეზი შეუცვალა და გადაუხვია ამომრჩევლის ნებას.
„ახია ჩვენზე! ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, რომ გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს. შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ტრადიციულად, ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9 წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი, 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




| Print |
FaceBook Twitter Google