იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმში ანსამბლ გორდელას კონცერტი გაიმართება
დღეს, 5 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ქართველი პოეტის, იოსებ-ნონეშვილის სახლ-მუზეუმში, ანსამბლი გორდელა კონცერტს გამართავს.

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინფორმაციით, მუსიკალურ პროექტს საქართველოში მდებარე სხვადასხვა სახლ-მუზეუმში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით კომპანია გლობალ არტი ახორციელებს.

ანსამბლ გორდელას კონცერტი სახელწოდებით ,,შენი სიმღერა შენს სოფელში" 16:00 საათზეა დაგეგმილი.

დასწრება თავისუფალია.
| Print |
FaceBook Twitter Google