სკვერში ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტზე გამოვლენილია ორი არასრულწლოვანი - თელავის მერია
თელავში ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტზე გამოვლენილია ორი არასრულწლოვანი პირი. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ლითონის მანათობელი კონსტრუქციის ბაგირების განზრახ დაზიანების ფაქტზე გამოვლენილია ორი არასრულწლოვანი პირი.
პერიმეტრზე განთავსებულ ვიდეო კამერებში ნათლად ჩანს, როგორ აზიანებენ გამიზნულად არასრულწლოვნები ლითონის კონსტრუქციას.“ - განმარტავენ მერიაში.

მათივე განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საჯარო სივრცეები და მსგავსი ვანდალური ფაქტების ჩამდენი პირები შესაბამისად დაისჯებიან.



| Print |
FaceBook Twitter Google