ახლადრეაბილიტირებულ სკვერში ინფრასტრუქტურა დააზიანეს - ვანდალიზმი თელავში
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, გარკვეული პირების მიერ მიზანმიმართულად არის დაზიანებული მანათობელი ლითონის კონსტრუქციის ბაგირები.

„მიმდინარეობს პერიმეტრზე არსებული ვიდეო კამერების შესწავლა. ვანდალური ფაქტის ჩამდენი პირის წინააღმდეგ თელავის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.“ - აცხადებენ მერიაში.



| Print |
FaceBook Twitter Google