დანაშაულის მხილება ვებგვერდით, წერილობით და სხვა საშუალებით იქნება შესაძლებელი - ანტიკორუფციული ბიურო
2023 წლის 1 სექტემბრიდან, მხილება შეიძლება განხორციელდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ასევე, წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, ან სხვა საშუალებით, როგორც ეს კორუფციის წინააღდმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის, მე-20 (პრიმა 3) მუხლის პირველი პუნქტით არის დადგენილი. - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


„2023 წლის 1 სექტემბრამდე, აღნიშნული მანდატი აქვს საჯარო სამსახურის ბიუროს და განცხადება შეგიძლიათ გააგზავნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ( www.mkhileba.gov.ge ). ასევე მხილება შესაძლებელია წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით ან სხვა საშუალებით, რისთვისაც გიზიარებთ საჯარო სამსახურის ბიუროს საკონტაქტო ინფორმაციას:
ტელეფონი: (+995 32) 2192727; ელ. ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; მისამართი: საქართველო,თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. 7,“ - ვკითხულობთ განხადებაში, რომელიც ბიუროს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.


| Print |
FaceBook Twitter Google