სოფელ ნუკრიანში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
მათივე თქმით, ამ დროისთვის შენობის სახურავის გადახურვა უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება და შენობის შიდა სამუშაოები.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპორტული დარბაზით არამხოლოდ ნუკრიანის, არამედ მეზობელი სოფლების მოსახლეობაც ისარგებლებს, რაც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. 225 კვ.მეტრის ფართობზე სპორტული კომბინირებული დარბაზი, სავარჯიშო სივრცე, საშხაპეები, გასახდელები და ადმინისტრაციული ოთახები მოეწყობა.“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტის მშენებლობა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან“ ფინანსდება, რომელზეც 445 837 ლარი დაიხარჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google