ქალაქ სიღნაღს ახალი სპორტული მოედანი ექნება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მალე, ქალაქ სიღნაღს ახალი სპორტული მოედანი ექნება.
მერიის განმარტებით, სიღნაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ცნობისთვის, მოედნის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 460 012 ლარი დაიხარჯება.


| Print |
FaceBook Twitter Google