სოფელ კისისხევში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კისისხევში #17 შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
მათივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი დაიგება 580 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სამუშაოებს „გერმანულ-ქართული სამშენებლო საზოგადოება“ ასრულებს. გზის რეაბილიტაციზე ჯამში 433 889 ლარი დაიხარჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google