ახმეტაში დოღი გაიმართება
ახმეტის საცხენოსნო კლუბი ჯარჯის ინფორმაციით, ახმეტაში დოღი გაიმართება, რომელიც მიეძღვნება ერეკლე მეფისა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას. მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა ასაკის ცხენებისთვის სხვადასხვა დისტანცია იქნება გათვალისწინებული.

2-წლიანი ცხენებისთვის გათვალისწინებულია მანძილი 1200 მეტრი
3-წლიანი ცხენები - მანძილი 1800 მეტრი
უფროსი ასაკის ცხენები - მანძილი 2000 მეტრი
მარულა შერეული ჯიშის ცხენებში - 8000 მეტრი.

დოღი გაიმართება პირველ მაისს, 10:30 საათზე.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / დოღი /