სოფელ ზინობიანში უდიური ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზინობიანში უდიური ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა.
მათივე თქმით, მოეწყო შეხვედრების სივრცე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი და მინი-სპორტული მოედანი, მოასფალტდა და სანიაღვრე არხები მოეწყო შიდა საუბნო გზაზე.

„აღნიშნული პროექტის განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა ზინობიანის ეთნოსოფლის, როგორც უნიკალური ტურისტული პროდუქტის შექმნას, რომელიც ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობასა და ინვესტიციების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის,“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, მუზეუმი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში გაკეთდა.

როგორც ცნობილია, ზინობიანის უდიური ეთნოგრაფიული მუზეუმი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გივი მეტრეველმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ ნემსაძემ, მოადგილე გიორგი ქოქოიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილმა გახსნეს.





| Print |
FaceBook Twitter Google