დღეს გურჯაანში შუალედური არჩევნები ტარდება
დღეს საქართველოს 10 ქალაქში, მათ შორის, გურჯაანში, რიგგარეშე შუალედური არჩევნები ჩატარდება. საკრებულოს დეპუტატს ვეჯინისა და ძირკოკის მოსახლეობა აირჩევს.

ამომრჩევლები მხოლოდ ერთ, სახელისუფლებო კანდიდატს მისცემენ ხმას.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილ დეპუტატს, არჩილ ხანდამაშვილს უფლებამოსილება შეუჩერეს.

გურჯაანის გარდა შუალედური არჩევნები ჩატარდება თიანეთში, ახალციხეში, ცაგერში, თერჯოლაში, ტყიბულში, ქუთაისში, სენაკში, ხობსა და ფოთში.


| Print |
FaceBook Twitter Google