შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია
29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი უკვე ცნობილია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ წარადგინა. მისი განცხადებით, ამ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იყო გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიები, რამაც განაპირობა, რომ კენჭისყრის დასრულებიდან საათნახევარში, უკვე ცნობილი იყო პირველადი შედეგები.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა.

117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგები

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:

№ 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა , 4.67 %

№41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 24 646 ხმა, 95.33 %


საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემები შემდეგია:

გურჯაანი -№ 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა

თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა

ახალციხე № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა

ტყიბული

№41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)-1 321 ხმა 86.62 %

№51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი ) 204 ხმა, 13.38 %

ქუთაისი № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 331 ხმა

რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები შემდეგია

ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 2 158 ხმა

თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 9 559 ხმა


| Print |
FaceBook Twitter Google