ქოდალო-დარჩეთის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მალე სოფლების ქოდალო-დარჩეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
სამუშაოებს შპს "იმედი დიდუბე" შეასრულებს.
მერიის განმარტებით, დაგეგმილია 1026 მეტრი სიგრძის გზაზე, მიერთებებისა და ეზოების შესასვლელებში, ახალი ასფალტობეტონის საფარის დაგება, ასევე, გზის ორივე მხარეს რკინა-ბეტონის კიუვეტის მოწყობა.

ცნობისთვის, სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 633 286 ლარი დაიხარჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დარჩეთი / ქოდალო /