თელავის მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს
თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი დროებით შეიცვალა. როგორც თელავის სატრანსპორტო სამსახურში განმარტავენ, ამის მიზეზი წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკში დროებითი ცვლილებაა.

გადაკეტილია ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი, რის გამოც მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით - აღმაშენებლისა და სულხანიშვილის ქუჩების მიმართულებით.“ - აცხადებენ თელავის სატრანსპორტო სამსახურში.


| Print |
FaceBook Twitter Google