გურჯაანს მეორე მსოფლიო ომის ერთი ვეტერანი ჰყავს
2023 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნება. გურჯაანს მეორე მსოფლიო ომის ერთი ვეტერანი ჰყავს, ჭანდარში მცხოვრები მარიამ ბეჟაშვილი. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში speqtri.ge-ს განუცხადეს, მას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარს გადასცემენ.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს.

| Print |
FaceBook Twitter Google