როგორ აღინიშნება გურჯაანში 1 ივნისი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გურჯაანში სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებით აღინიშნება.
„ღონისძიებები, 15:00 საათზე, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან დრამ - შოუს მსვლელობით დაიწყება და ცენტრალურ პარკში საბავშვო ღონისძიებებით გაგრძელდება.“-აცხადებენ მერიაში.

ღონისძიების პროგრამა შემდეგია:

• 15:00 საათი - დრამ - შოუს მსვლელობა ცირკის მსახიობებთან და ანიმაციურ გმირებთან ერთად;
• 16:00 საათი - ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის სახალხო თეატრთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლი "სამი გოჭი" ;
• 18:00 საათი - კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული პატარა შემსრულებლების მონაწილეობით;
• 18:00 საათი - საცირკო წარმოდგენები : ბაგირზე მოსიარულე აკრობატები, საჰაერო შოუ, აკრობატი რგოლში და სხვა;
• 19:00 საათი - საცირკო მასტერკლასები.






| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბავშვები /