გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ კიდევ ერთი წარმატება
26, 27, 28 მაისს, კასპის რაიონში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ სპორტსმენებმა ნოკაუტით გაიმარჯვეს.
როგორც მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი Speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, შედეგით კმაყოფილია და გვიანონსებს, რომ შემდეგი ტურნირი თელავში გაიმართება, სადაც სტუმრები მოწვეული იქნებიან ირანიდან და სომხეთიდან.

„შედეგით კმაყოფილი ვარ. კასპის რაიონში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ჩვენი კლუბის საუკეთესო მებრძოლები იღებდნენ მონაწილეობას. ესენი არიან ლუკა აბაჯიანი და საბა ჩაფიძე. ორივე მებრძოლმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ველოდებით შემდგომ ტურნირს, რომელიც გაიმართება თელავში, ღია ცის ქვეშ. აქაც ჩვენი კლუბის საუკეთესო მებრძოლები მიღებენ მონაწილეობას. მოწვეული სტუმრები იქნებიან ირანიდან და სომხეთიდან. ვეცდებით ჩემპიონატის ტიტული საქართველოში დავტოვოთ. მაქსიმალურად ვემზადებით ამ ტურნირისთვის,“-ამბობს გიორგი ელიკაშვილი.






| Print |
FaceBook Twitter Google