გურჯაანში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს [Photo]
დღეს გურჯაანში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქალაქის ქუჩებში დრამ - შოუს მსვლელობით დაიწყო და ცენტრალურ პარკში გაგრძელდა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის სახალხო თეატრთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლი "სამი გოჭი". ასევე ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული პატარა შემსრულებლების მონაწილეობით, მათ შორის იყვნენ "ლეკო სტუდიის" მომღერლები.

ბავშვებისთვის სანახაობრივი ღონისძიება აღმოჩნდა საცირკო წარმოდგენები: ბაგირზე მოსიარულე აკრობატები, საჰაერო შოუ, აკრობატი რგოლში და სხვა. ასევე მოეწყო საცირკო მასტერკლასები.

ცნობისთვის, ღონისძიებები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.









| Print |
FaceBook Twitter Google