ლაგოდეხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ლაგოდეხში გუშინ, 6 ივნისს მოსული სტიქიის შედეგად დაზიანდა არამარტო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, არამედ, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილებიც. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები. დაზიანებულია ელექტროსადენები, რის გამოც, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მოეწოდება.

ხე დაეცა ვიზიტორთა ცენტრს და დაზიანდა შენობის სახურავი და კედლები. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე ხე დაეცა საქართველოს მელიორაციის სამსახურის ავტომობილს.


ლაგოდეხის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

„გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა, ქ. ლაგოდეხი და რამოდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო - სამეურნეო სავარგულები, ვენახები და სათბურები დაუზიანა; დაზიანებულია ელექროსადენები და საყრდენი ბოძები, მოგლეჯილია ხეები.

სტიქიის პირველივე წუთებიდან, ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნინო ბატიაშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური. გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად ხორციელდება.

მერიის მუდმივმოქმედი კომისის წევრების მერ მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.“ აცხადებენ მერიაში.

ლაგოდეხის გარდა,  ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, ხეები წაიქცა სიღნაღის მუნიციპალიტეტის შიდა გზებზე, რამაც ელექტრო ენერგიის ბოძების დაზიანება გამოიწვია. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დენის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია.












| Print |
FaceBook Twitter Google