ძლიერმა ქარმა სიღნაღში ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა
გუშინ სიღნაღში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები დააზიანა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზების გაწმენდა ქვიშისა და ხრეშისაგან.

„ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის შიდა გზებზე ხეები წაიქცა, რამაც ელექტრო ენერგიის ბოძების დაზიანება გამოიწვია. ამ დროისთვის დენის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია.
ამ ეტაპზე, გზების ქვიშა-ხრეშისგან გაწმენდა მიმდინარეობს.


გვიან ღამიდან სტიქიის ადგილზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი პირველ მოადგილესთან, დავით დურგლიშვილთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფებოდნენ.
პირველადი მონაცემებით, რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლის სახურავებია დაზიანებული. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, მიმდინარეობს ზარალის დათვლა,“ - აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.








| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სიღნაღი / სტიქია /