დროშის სადგამის მოსაწყობად გურჯაანის მერია 71 900 ლარს დახარჯავს
ქალაქ გურჯაანში, დიდების მემორიალზე 40 მეტრი სიმაღლის ბოძი დამონტაჟდება, სადაც საქართველოს დროშას აღმართავენ.

ამისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 74 ათას ლარზე გამოაცხადა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ემსილაითი შეასრულებს. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სახელშეკრულებო თანხა 71 900 ლარს შეადგენს.

კომპანიას სამუშაოს შესასრულებლად ვადა 16 ივლისის ჩათვლით აქვს.


| Print |
FaceBook Twitter Google