საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელის „ბიბლუსის“
ორგანიზებით, 5 ივლისს უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ტურნე
დაიწყო. მათი ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში 8 დიდ ქალაქს მოიცავს.
კახეთში ლიტერატურული ტურნე თელავსა და გურჯაანში გაიმართება.
თელავში ღონისძიება ჩატარდება 7 ივლისს, 17:00 საათზე, თელავი
გალერეაში, მისამართი: ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა.
რაც შეეხება გურჯაანს, ღონისძიება ჩატარდება 8 ივლისს 17:00 საათზე.
მისამართი თავისუფლების ქუჩა 20.
თელავში მოწვეული ავტორები არიან ია კოროშინაძე და ბესო
სოლომონაშვილი. გურჯაანელ საზოგადოებას კი გიორგი ხარაიშვილი
შეხვდება.
ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დროს ავტორები მკითხველებს
თავიანთ საავტორო წიგნს წარუდგენენ.
„ბიბლუსის“ ინფორმაციით, სპეციალურად პატარა სტუმრებისთვის
სიურპრიზებსა და საჩუქრებს სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“
ამზადებს. „პეპელას“ წარმომადგენლები და ანიმატორები ყველა შეხვედრას
დაესწრებიან და ბავშვებისთვის განსაკუთრებულ შოუს გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები