ხელჯოხებით შეიარაღებული ჯგუფი ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას-თემურ ბუწაშვილი
საგარეჯოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის და პარტიის ლიდერების პენსიონერებთან შეხვედრას დაპირისპირება მოჰყვა. ზეწოლა და ძალადობა იყო ჟურნალისტებზეც.

„ხელჯოხებით შეიარაღებული ჯგუფი ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას რამოდენიმე ადამიანს აქვს თავი გატეხილი და აღენიშნება დაზიანებები.“-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილმა Speqtri.ge-სთან განაცხადა.

მისივე თქმით, იმ დროს როდესაც საგარეჯოში თანაპარტიელებთან ერთად პენსიონერებს ხვდებოდა, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფი თავს დაესხა და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა.

„თავდასხმა მოხდა ხელისუფლების ორგანიზებული ჯგუფის მიერ იმ დროს, როდესაც პენსიონერებს ვხვდებოდით,ქ ვებით და ხელჯოხებით შეიარაღებული ჯგუფი ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას, რამოდენიმე ადამიანს აქვს თავი გატეხილი და აღენიშნება დაზიანებები. აგონიაში მყოფი ხელისუფოება, ხელოვნურად ახდენს სამოქალაქო შუღლის პროვოცირებას, რაც ხელს უწყობს პოლირიზებული გარემოს არსებობას, რომელიც დაბრკოლებაა ევროინტეგრაციის გზაზე,“ - ამბობს თემურ ბუწაშვილი.

საკითხის გარკვევას speqtri.ge „ქართული ოცნების“ საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, მუნიციპალიტეტის მერთან, ავთანდილ გულიკაშვილთან შეეცადა, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

Speqtri.ge ასევე დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის და ამავე დროს საკრებულოს თავმჯდომარეს, ვანო ბერიძიშვილს.

როგორც მან გვითხრა, შეფასებას მოგვიანებით, საკითხის გაცნობის შემდეგ გააკეთებს.
| Print |
FaceBook Twitter Google