თელავში მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში, მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი დაიწყო.
პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების შეგროვებას, დამუშავებას და საერალიზაციოდ მომზადებას.

„პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების განცალკევებული შეგროვების პრაქტიკის დანერგვას და ითვალისწინებს როგორც ნარჩენების განცალკევებულ შეგროვებას, ასევე, მათ დამუშავებასა და სარეალიზაციოდ მომზადებას, შემდგომში მათი ხელახალი გამოყენებისათვის“-აცხადებენ თელავის მუნიციპალტეტის მერიაში.

ცნობისთვის, პროექტი ხორციელდება “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II”- ის საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი /