ჩუმლაყში საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება 1645 მეტრი სიგრძის გზაზე და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

როგორც მერიაში აცხადებენ, სოფელ ჩუმლაყში, მიმდინარე წელს რეაბილიტირებული ეს უკვე მეორე შიდა საუბნო გზა იქნება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს "მშენებელი" ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 437 729 ლარი დაიხარჯება.


| Print |
FaceBook Twitter Google