გურჯაანში, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
გურჯაანში, პირველად, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობას 200 ახალგაზრდა იღებდა მთელი საქართველოდან და ევროპის 7 ქვეყნიდან.

ფორუმში მონაწილე სპიკერებმა, აუდიტორიას, თემაზე - „სიტყვა, როგორც წარმატების ინდიკატორი“ მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, გაიმართა “მრგვალი მაგიდა” ახალგაზრდებს შორის. ჟიურის მიერ გამოვლინდნენ საუკეთესი სპიკერები და ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ასევე, სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა ფორუმის თითოეულ მონაწილეს.

ფორუმის ფარგლებში, რომელიც კაჭრეთის „ამბასადორში“ გაიმართა, მოეწყო გასტრონომიული გამოფენა, სადაც ფორუმის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მათივე ქვეყნებში წარმოებული ნიშური ტკბილეული, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილი.

საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მოგეხსენებათ 200-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, როგორც სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და რეგიონიდან, ასევე, გურჯაანთან დამეგობრებული სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ ფორუმზე წარმოდგენილნი ახალგაზრდები. აუცილებელია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდეს და კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ აქტიურად და ფორუმი ყოველწლიურ სახეს მიიღებს,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა.

ფორუმზე, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა. “მისასალმებელია ჩვენი რეგიონისთვის აღნიშნული ღონისძიება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს ახალგაზრდული ფორუმის ინიცირებისთვის. რა თქმა უნდა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია მხარს უჭერს ახალგაზრდული ფორუმის წამოწყებას და ამ ინიციატივას. ნიშანდობლივი იყო დღეს ის გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდული ფორუმი შეიძენს ყოველწლიურ ხასიათს,” - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

გურჯაანის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე ჟიურიმ საუკეთესო ქართველი და ევროპელი სპიკერი გამოავლინა.

„მსგავს ფორუმში, პირველად მივიღე მონაწილეობა, ეს ჩემთვის სპიკერობის პირველი გამოცდილება იყო. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გამყვება თან,” - აღნიშნა ფორუმის საუკეთესო ქართველმა სპიკერმა დეა ვეფხვაძემ.

„ჩემთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ დღეს შევხვდი ამდენ პერსპექტიულ ახალგაზრდას საქართველოდან და ევროპიდან. სასიამოვნოა თქვენი კულტურის გაცნობა, ტრადიციული კერძების დაგემოვნება და ბუნების ნახვა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის,” - განაცხადა ფორუმის საუკეთესო ევროპის ტიტულის მფლობელმა ლიეტუვადან აუსტეია მიკნევიჩიუტემ.

ფორუმის ფარგლებში ასევე გამოვლინდა ინტელექტუალური კონკურსის “მრგვალი მაგიდის” გამარჯვებული გუნდი მარიამ ზედელაშვილის ლიდერობით, რომელსაც გადაეცა სპეციალური ჯილდო, ხოლო გუნდის წევრებს (გაგა ზირაქაშვილი, ქეთი ზირაქაშვილი, ეკატერინე ზვერიაშვილი, გოჩა ზედელაშვილი, თამარი თანანაშვილი, სოფიკო თამაზაშვილი და იაკუბ მაკოვსკი/Jakub Makowski) სერტიფიკატები.

საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის მიზანია ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოვება, მათი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოპულარიზაცია, მათი გააქტიურება და განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო ორგანიზებული და ა(ა)იპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ მხარდაჭერით ჩატარდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება,
- ამის შესახებ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო)
თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება, - ამის შესახებ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.
18:10 / 12.10.2024
საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან
მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის
საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა
შეადგენს 95 834-ს, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს.
22:58 / 10.10.2024
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა
და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის
ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის მენიუ.
ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს.
სწორედ ამგვარი მიდგომით მიაღწია „შემომეჭამამ“ იმას, რომ უკვე 4
ობიექტითაა წარმოდგენილი.
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის მენიუ. ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს. სწორედ ამგვარი მიდგომით მიაღწია „შემომეჭამამ“ იმას, რომ უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი.
17:12 / 10.10.2024
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო
ორგანიზაციებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
09:53 / 10.10.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 17 °C
img
საგარეჯო 11 / 15 °C
img
დ.წყარო 10 / 13 °C
img
სიღნაღი 13 / 18 °C
img
ლაგოდეხი 9 / 16 °C
img
ყვარელი 13 / 17 °C
img
თელავი 12 / 17 °C
img
ახმეტა 11 / 17 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.