ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თუშეთის დაცული
ლანდშაფტის ტერიტორიაზე პირველი საბანაკე სივრცე „ვარდა - ვაკე“
გაიხსნა.
მათივე თქმით, საბანაკე სივრცეში ვიზიტორთათვის მოეწყო კარვის
გასაშლელი შემოსაზღვრული ტერიტორია, ცეცხლის დასანთები, საპირფარეშო
(შშმ პირთათვის), საშხაპე (შშმ პირთათვის) და ფანჩატური.
"გახსნის ღონისძიება გაიმართა გომეწრის ხეობაში, ვარდა-ვაკეს საბანაკე
სივრცეში, სადაც პროექტის მხარდამჭერებმა და მონაწილე პირებმა
ისაუბრეს ღონისძიების მიზანსა და თუშური ტრადიციების
შენარჩუნებაზე."-აცხადებენ მერიაში.
მასალის გამოყენების პირობები