საგარეჯოში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
საგარეჯოში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე არასრულწლოვანი დაშავდა. შემთხვევა საგარეჯოს მე-3 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი „მიცუბიშის“ მარკის მანქანის მძღოლმა, რომელსაც 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე არსებულ ბოძს, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა “მიცუბიშის“ მარკის ავტომობილში მყოფი 1-ელი საჯარო სკოლის 6 მოსწავლე, რომლებიც საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

| Print |
FaceBook Twitter Google