22 სექტემბერი თელავი, ბატონის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე
(ჭავჭავაძის მოედანი) მუსიკალური საღამო ჩატარდება. თელავის
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქვე მოეწყობა მეწარმეების
პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი და კვების
სივრცეები.
ღონისძიება 19 საათზე დაიწყება და 21:30 საათზე კონცერტით
დასრულდება.
ღონისძიების პროგრამა:
19:00 – 22:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის
გამოფენა-გაყიდვა.
19:00-21:00 საბავშვო სივრცე: ზღაპრის გმირები სახეზე მოხატვა
შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ხატვის გაკვეთილები, ყვავილების
გვირგვინების დამზადება.
19:00 – 20:30 კვების სივრცე.
19:20 – 21:30 კონცერტი - მომღერლები: აჩიკო ნიჟარაძე, ნეკა
სებისკვერაძე, თეატრალურის კვარტეტი, SALIO.
მასალის გამოყენების პირობები