ნუკრიანში სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდა. მერიის ინფორმაციით, 225 კვ.მეტრის ფართობზე მოეწყო: სპორტული კომბინირებული დარბაზი, სავარჯიშო სივრცე, საშხაპეები, გასახდელები და ადმინისტრაციული ოთახი.

აღნიშნული სპორტული დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება არამხოლოდ ნუკრიანის, არამედ მეზობელი სოფლების მოსახლეობასაც.

ცნობისთვის, პროექტის მშენებლობა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან“ დაფინანსდა.




| Print |
FaceBook Twitter Google