როგორ მიმდინარეობს „რთველი 2023“ კახეთში - ინტერვიუ ლევან მეხუზლასთან
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,20 ლარს.



აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი და ყურძნის მოსავალი.

ამჟამად, კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. მოსავალი 10 ათასზე მეტმა მევენახემ უკვე ჩააბარა. დღევანდელი მონაცმებით, 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. აქედან 50 ათას ტონამდე რქაწითელი, 45 ათასი ტონა საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს „რთველი 2023“-ს შტაბისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ, ლევან მეხუზლასთან.

- ბატონო ლევან, რა ეტაპზეა ამ დროისთვის რთველი კახეთში?
- რთველის პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. დაახლოებით 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული მთელი კახეთის მასშტაბით. ძალიან აქტიურობს კერძო სექტორი, ბევრი კერძო ქარხანა იბარებს ყურძენს. მათ შორის დასეტყვილ ყურძენს იბარებს სახელმწიფო საწარმოები, რომელიც 10-მდე ლოკაციაზეა გახსნილი. კერძო ქარხნებს რაც შეეხება, 200-მდე საწარმოა გახსნილი მთელი კახეთის მაშტაბით და აქტიურად მიმდინარეობს ხარისხიანი ყურძნის გადამუშავება.



- გასულ წელთან შედარებით, წელს ყურძენს უფრო მაღალი ფასი აქვს, რა ღირს რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძენი?

- კი, განსაკუთრებით ეს შეეხება რქაწითელის ჯიშის ყურძენს, ვინაიდან წელს როგორც მოგეხსენებათ, ვენახებისთვის საკმაოდ არასახარბიელო პირობები იყო. ჯერ ჭრაქის პრობლემა იყო ზაფხულში გაუთავებელი წვიმების გამო და შემდგომ ნაწილობრივ ზოგიერთ სოფელში დაისეტყვა კიდეც. აქედან გამომდინარე, თეთრ ყურძნეზე მოთხოვნა მზარდია და ხარისხიანი ყურძენი 1.05- 1.10 - დაახლოებით ამ ფასებში ბარდება მასიურად და ლარზე ქვემოთ, პრინციპში, ხარისხიანი ყურძენი არ ჩამოსულა წელს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ნასეტყვს, რომელსაც 90 თეთრად იბარებს სახელმწიფო.
საფერავის ღირებულება დაახლოებით შარშანდელის ფასებში მერყეობს 1.40 ლ. – 1.50 ლ. უფრო დაფასებულია ყვარლის, ანუ ქინძმარაულისთვის განკუთვნილი საფერავი, რომლის ფასი 1.60-1.70 ლარია.

- ბატონო ლევან, რამდენიმე დღის წინ სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ცნობილია ისიც, რომ სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებთ. ამის გარდა, კვლავ თუ შეუძლიათ მათ დაზიანებული ყურძნის ჩაბარება?
- რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ჯერ კიდევ პირველი დასეტყვის დროს გამოაცხადა, რომ სრულად გადავამუშავებთ ამ დასეტყვილ ყურძენს. რა თქმა უნდა, მათ შორის, ის ყურძენიც, ვისაც შერჩა რამე ყვარელში მოსული სეტყვის შემდეგ, შეუძლიათ მოიტანონ და სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად.



- ბატონო ლევან, რთველის პროცესი რომ შეაჯამოთ: ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტებში და როდის დასრულდება ყურძნის ჩაბარება?

- ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, რთულია პროგნოზირება, თუმცა, ტრადიციულად რთველი კახეთში ოქტომბრის შუა რიცხვებში სრულდება ხოლმე.
ვიტყოდი, რომ წლევანდელი რთველი საკმაოდ კარგად დაიწყო დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. თუმცა, შემდგომ მოხდა ორი სამწუხარო სეტყვა, რომელმაც არასასიამოვნო დაღი დაასვა ამ ყველაფერს. იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი მოვლენა აღარ განმეორდება და წარმატებით დასრულდება რთველი. ბოლოს მოგეხსენებათ, რთველში ერთვება ხოლმე საგარეჯოს მუნიციპალიტეტი და როგორც აღვნიშნე, დაახლოებით 15-20 ოქტომბრისკენ კახეთში რთველი სრულდება.

- და ბოლოს: ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით რა სიახლე გაქვთ?
- ღვინის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ სტრატეგიულ ბაზრებზე ვმონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენებში, ღვინის წარდგენებსა და დეგუსტაციებში. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ პროგრამის არის სტუმრების ჩამოყვანა, მასპინძლობა. სტუმრებში ვგულისხმობ ღვინის სპეციალისტებს, პოტენციურ შემსყიდველებს, იმპიორტიორებს. მაგალითად, ამ რთველის განმავლობაში უკვე სამი ქვეყნიდან გვყავდა სტუმრები. ეს არის, გერმანია, დიდი ბიტანეთი, აშშ. ასევე, უახლოეს პერიოდში ველოდებით სტუმრებს ჩინეთიდან. აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით და დარწმუნებული ვართ, ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს: ქართული ღვინო კიდევ უფრო ცნობადი გახდება მსოფლიო ბაზარზე და კიდევ უფრო მოიმატებს ქართული ღვინის რეალიზაცია.

[[R]]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე
გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის
შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
16:42 / 28.09.2023
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბრის მდგომარეობით,
რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა
ყურძენი. მათგან 23 ათას ტონამდეა რქაწითელი, 15 ათას ტონამდე -
საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა
ჯიშებია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა ყურძენი. მათგან 23 ათას ტონამდეა რქაწითელი, 15 ათას ტონამდე - საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშებია.
13:50 / 11.09.2023
6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში
გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 11 ათას ტონამდე
რქაწითელი, 7,5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის
ყურძენია. - ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.
6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 11 ათას ტონამდე რქაწითელი, 7,5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. - ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
11:31 / 06.09.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 5
სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 5 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 1050 ტონა დაზიანებული ყურძენი.
14:22 / 05.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 0 / 0 °C
img
საგარეჯო 6 / 15 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 0 / 0 °C
img
ლაგოდეხი 4 / 17 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 7 / 16 °C
img
ახმეტა 7 / 15 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.