თელავის უნივერსიტეტი სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მიმართავს
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად ჩართულია საქართველოს მთავრობის ინიციატივის აღსრულებაში, რომლის თანახმად, 2023 წლის 1 აგვისტომდე სტატუსშეჩერებული სტუდენტებს ფინანსური დავალიანება გაუნულდება.
“მოგმართავთ, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს -გთხოვთ მობრძანდეთ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თქვენი სპეციალობის შესაბამის ფაკულტეტებზე, სადაც სტატუსის აღდგენისა და სასწავლო პროცესში ჩართვის საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე.”-აცხადებენ უნივერსიტეტში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, 15 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ფინანსური დავალიანების გამო 2023 წლის 1 აგვისტომდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, დავალიანება გაუნულდებათ. 

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების საერთო დავალიანება 40 მლნ ლარს შეადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google