7 ოქტომბერს თელავი ღვინის დღეებს უმასპინძლებს
7 ოქტომბერს თელავში ღვინის დღეები გაიმართება. ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლის ეზოში 14:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათზე გალა კონცერტით დასრულდება.
ღონისძიების პროგრამა:

14:00–18:30 მეღვინეების კუთხე, ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
15:00–17:00 „ქართული ღვინის ისტორია და მნიშვნელობა“ - საუბრები ღვინოზე ქართველ მეღვინეებთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად.
14:00–18:30 კვების სივრცე: მწვადი, ყველი, თაფლი, ჩურჩხელა, ადგილობრივი მზარეულების ტრადიციული კერძები.
14:00-18:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, თათარას მომზადება.
14:30-18:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და სახალისო გაკვეთილები: ღვინისთვის განკუთვნილი თიხის ჭურჭლის მოხატვა.
14:00-18:30 საგამოფენო სივრცე - “ყურძნის ჯიშები საქართველოში”.
15:00-16:00 “თეატრალური კვარტეტი“.
16:15-17:15 მუსიკალური გაფორმება: მომღერალი ანა უზნაძე.
18:30-20:00 გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: „ბასიანი“, „შვიდკაცა“, მიშო ჯავახიშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, „სუხიშვილები“, ნუკრი კაპანაძე, დათო შანიძე, კოტიკო ყიფიანი, „თეატრალურის კვარტეტი“, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი “ღვინის დღეები” საქართველოს 23 ქალაქში, 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გიმასპინძლებთ.


| Print |
FaceBook Twitter Google