ონლაინ აკადემიაში სწავლას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია 14 სტუდენტს დაუფინანსებს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და , ,,სქილვილის " თანამშრომლობით განხორციელებული სოციალური პროექტის საფუძველზე, მერიის დაფინანსებით ონლაინ აკადემიაში სწავლა 14 სტუდენტს დაუფინანსდა.

მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდება, სოციალური პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

,,პროექტის შედეგიანობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ,,სქილვილის“ შესაძლებლობებზე. ჩვენ ვიცით, რომ აკადემიას ყავს მაღალი დონის პროფესიონალები , რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დაეუფლოთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რომ გახდეთ ძლიერი აიტი სპეციალისტები. იმედი მაქვს, დააფასებთ ჩვენს მონდომებას და იმედებს გაგვიმართლებთ. გისურვებთ წარმატებებს,“-აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.


| Print |
FaceBook Twitter Google