საგარეჯოში მოქმედმა შპს “ბიოვიტამ” ორგანული სასუქის საწარმოს შექმნისათვის ინვესტირება მოახდინა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედმა შპს „ბიოვიტამ“ ორგანული სასუქის საწარმოს შექმნისათვის 500,000 აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა.
აღნიშნულმა კომპანიამ, სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტითა და Usaid-ის სოფლის განვითარების პროგრამის გრანტით ისარგებლა.

ცნობისთვის, შპს „ბიოვიტა“ ორგანულ სასუქს საქართველოში მოპოვებული ნედლეულით აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. საწარმოში, სადაც 1,000 ტონა სასუქი იწარმოება, 5 ადამიანია დასაქმებული.



| Print |
FaceBook Twitter Google