ახმეტაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები დაიწყო
ახმეტის მუნიციპალიტეტში 2008-2009 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, 11 ოქტომბერს ჩატარდა ფრენბურთის მატჩი გოგონათა შორის, სადაც მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 10 გუნდი.

“ფრენბურთის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ახმეტის I და II საჯარო სკოლის გუნდი. ფინალურ შეჯიბრებაში გამარჯვება მოიპოვა ახმეტის I საჯარო სკოლის გუნდმა. გამარჯვებული მონაწილოებას მიიღებს 2024 წლის მარტის თვეში კახეთის მუნიციპალურ თამაშებზე.”-აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, 18 ოქტომბერს შეჯიბრი უკვე ვაჟებს შორის ჩატარდება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა /