,,ჩემი კუთხის კულტურა და ისტორია“ - საგარეჯოში კონფერენცია ჩატარდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაორგანიზდა კონფერენცია ,,ჩემი კუთხის კულტურა და ისტორია“.
მერიის განმარტებით, კონფერენციის მიზანია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებისა და ქალაქ საგარეჯოს ისტორიის, მათი არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ჩართულობა საკუთარი კუთხის შესწავლაში და კულტურის განვითარების პოტენციალის ახლებური გააზრება.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

“კონფერენციაზე წარმოდგენილი თემატური მასალები დაიბეჭდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო გაზეთში ,,გარეჯის მაცნე“, საუკეთესო მასალები გამოიცემა წიგნად.”-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი. კონფერენციაში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
● თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა 15 წუთი;
● მოხსენება უნდა წარმოადგინონ ნაბეჭდი სახით;
● მოხსენებას თან უნდა ერთვოდეს აუდიო/ვიდეო მასალა;

მოხსენებები შეგიძლიათ გააგზავნოთ ქვემოთ მითითებულ. ელექტრონულ ფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

დამატებით ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე:

599 85 10 91 / ნინო ქაიხოსროშვილი; 591 70 12 70 / ანი ანუაშვილი.

















| Print |
FaceBook Twitter Google