სოფელ თოხლიაურში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ თოხლიაურში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ მშენებელი“ ახორციელებს.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, სამუშაოები 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 255 551 ლარით ფინანსდება.
| Print |
FaceBook Twitter Google